Friday, October 17, 2008

წიგნი უპირველესი, კომპიუტერი აუცილებელი

1. სახელი: წიგნი უპირველესი, კომპიუტერი აუცილებელი
2. პროექტის მოკლე აღწერა: წიგნის უპირველესობა დადებითად ფასდება, რამეთუ შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე აგრეთვე კარგად უნდა ფლობდეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რათა არაჩვეულებრივ და უაღრესად საინტერესო მასალას მოუყაროს თავი. აღნიშნული პროექტი სტიმულის მიმცემი იქნება სხვა მოსწავლეებისათვის, თავისუფლად გამოიყენონ წიგნი და კომპიუტერი ერთობლივი კონკურსებისა თუ კონფერენციებისათვის.
3. პროექტის სრული აღწერა:
თუ დავუკვირდებით დღევანდელ რეალობას, დავინახავთ, რომ კომპიუტერის გარეშე რაიმე საქმის წარმოება თუ ორგანიზაციის არსებობა აბსოლუტურად შეუძლებელია. კომპიუტერი საკმაოდ პრაქტიკული ინსტრუმენტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსათვის. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, მაინც არის იმგვარი მიზეზი, რაც კომპიუტერთან ფრთხილ დამოკიდებულებას გვაფიქრებინებს. უწინარეს ყოვლისა საქმე კომპიუტერთან ბავშვის ურთიერთობას შეეხება. კომპიუტერი ადამიანებისათვის მხოლოდ დამხმარე საშუალება არ არის. მასზე თამაშიც შესაძლებელია. თუკი ადრე მეგობარს ირჩევდი და მასთან ცოცხალი ურთიერთობით ცდილობდი თამაშის პირობების დაცვით გამარჯვებისათვის მიგეღწია, დღეს საუკეთესო მეგობრობას თვით კომპიუტერი გიწევს. არც კი არის საჭირო ვინმე საიმედო პარტნიორის მონახვა. ამ ფუნქციასაც კომპიუტერი ასრულებს. შესაბამისად ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი ჩლუნგდება. რას ნიშნავს "მოდაში არ არის"განა რას შეუძლია შეცვალოს წიგნი? თქვენი აზრით საიდან იღებენ მეტ ცოდნას ბავშვები. რამდენი ბავშვი კითხულობს წიგნს. რამდენი იღებს ინფორმაციას წიგნიდან. რა მოსწონთ წიგნიდან და რა მოსწონთ კომპიუტერიდან. ვაწარმოოთ კვლევა. მოვძებნოთ გამოსავალი. რა ღონისძიებები დავსახოთ ქვემოთ მოცემული ფორმულის განსახორციელებლად:
წიგნი - ბავშვი - კომპიუტერი
4. მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი
5. ვადები: 2008 წლის დეკემბერი– 2009 წლის მაისი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და წიგნების გამოყენებით ინფორმაციის მოძიება, ბუკლეტების გამოშვება, ფილმების ჩვენება, პრეზენტაციის მომზადება, ფოტოგალერეას შექმნა, ბლოგების გაკეთება და ა.შ.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას – ვებ-ბლოგები,
8. სარგებელი სხვებისთვის:
ჩატარდება კონფერენციები, სადაც მოწვეული იქნებიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მშობლები,პედაგოგები თემის მოსახლეობა. ბაღის ბავშვებითვის მოეწყობა პატარა დისკუსიები.
9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური
10. საგნებთა/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებული ყველა საგანთან
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: დალი ხარებაშვილი
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: dalikharebashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?14@@.1e9f82ed
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: r2technology.blogspot.com

2 comments:

marina said...

brckinvalea!tkveni proekti dzalian saintereso aris.

nana said...

Mogesalmebit.Dzalian saintereso proektia.Gisurvebt carmatebebs